თათია სამხარაძე ჟურნალისტ შალვა რამიშვილისაგან მორალური ზიანის მიყენების საფუძველზე კომპენსაციას ითხოვს. მოსარჩელე მხარე რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სხდომის დახურვის თაობაზე დააკმაყოფილა იმის საფუძველზე, რომ პროცესზე სამხარაძის პირად ცხოვრებას შეეხებოდა საუბარი.
მხარეებმა გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერეს ხელი.
დღესვე, დახურულ სხდომაზე მოპასუხე მხარის ორი მოწმე დაიკითხა. შემდეგი სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს15:00 საათზე, კითხვა-პასუხის ეტაპით განახლდება.
პროცესები საქმეზე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
სამხარაძე, ჟურნალისტ შალვა რამიშვილისაგან მორალური ზიანის მიყენების საფუძველზე, კომპენსაციას ითხოვს.
მოსარჩელე მხარე რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.