თასს მესი აიღებს, ეს უკვე გადაწყვეტილია - იბრაჰიმოვიჩის პროგნოზი მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი მოსაზრება გამოთქვა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალთან დაკავშირებით, სადაც არგენტინა ხორვატიას დაუპირისპირდება.
„მილანისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბედი უკვე გადაწყვეტილია.
„ვფიქრობ, ყველაფერი უკვე გამოკვეთილია, თუ ვინ გაიმარჯვებს. ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ. ჩემი აზრით, თასს მესი აიღებს, ეს გადაწყვეტილია“, – ციტირებს ინტერნეტპორტალი Goal-ი იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს.
ლიონელ მესიმ კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
არგენტინისა და ხორვატიის მატჩი დღეს, 13 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.