ევროპარლამენტში მომუშავე თარჯიმნებმა და რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის სხდომა ჩაშალეს. მათ ტექნიკური მოწყობილობები დაიკავეს და ხმის ოპერატორებს დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რომ მიკროფონები ჩაერთოთ. ამის გამო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვის დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა ჩაიშალა.
ბორისოვი თითქმის ცარიელ დარბაზში გამოვიდა, რადგან სხდომას მისი გარემოცვის და ევროკომისიის პრეზიდენტის გარდა თითქმის არავინ ესწრებოდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა ამ საქციელის გამო დეპუტატები მკაცრად გააკრიტიკა.
„ ეს არ არის ნორმალური, წერტილი“,- განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.
მისი თქმით, მსგავს რამეს არავინ მოუწყობდა არც ანგელა მერკელს და არც ემანუელ მაკრონს.
გასულ თვეს თარჯიმნებმა, რომლებიც პარლამენტის გამოსვლებს პირდაპირ ეთერში24 ენაზე თარგმნიან, აქციები დაიწყე , ისინი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.