ტარიელ ნაკაიძე - მე-11 რეკომენდაციაზე ჩამოყალიბებული აზრი არ მქონდა, არ გამიკეთებია ისე, რომ მიზანმიმართულად არ დამეჭირა მხარი
მხარს ვუჭერ, რომ სახელმწიფომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. კონკრეტულ შემთხვევაში, ჩამოყალიბებული აზრი არ მქონდა, არ გამიკეთებია ისე, რომ მიზანმიმართულად არ დამეჭირა მხარი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ ევროკომისიის მე-11 რეკომედაციაზე საუბრისას განაცხადა, რომელთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებასაც „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხარი არ დაუჭირა.
ნაკაიძე აცხადებს, რომ შესაძლებელია, კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა.
„ან დარბაზში არ ვიყავი, ან ვიცი, რადგან ამ მიმართულებით არ ვმუშაობ. პოლიტიკური დავალებები არ მიიცემა, რადგან „რეფორმების ჯგუფში“ ვართ სხვადასხვა მიმართულების მქონე ადამიანები. ჩვენი ჯგუფი არის არა ერთი საკითხის გარშემო გაერთიანებული, არამედ მრავალფეროვანი. ჩვენთან დავალებები არც ხელმძღვანელის და არც სხვის მიერ არ კეთდება. დამოუკიდებლები ვართ ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ნაკაიძემ.
ევროკომისიის მე-11 რეკომენდაცია გულისხმობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ასახვას ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში.