ტარიელ ხეჩიკაშვილი პარალიმპიური სპორტის წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებს შეხვდა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, შალვა მაისურაძესთან და პარლამენტის წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში სხვადასხვა სპორტის სახეობაში საქართველოს პარალიმპიური სპორტის წარმომადგენლებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად მიმდინარე სპორტული სეზონი და ქართველი პარასპორტსმენების მიერ მოპოვებული წარმატებები შეაჯამა. სამინისტროს მხარდაჭერით, პარალიმპიური კომიტეტის დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება რაც როგორც ინდივიდუალურ, ასევე სათამაშო სახეობებში მიღწეულ შედეგებზეც აისახა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს რიო დე ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, 2017 წელს კი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც ყველაზე დიდი მიღწევებია საქართველოს პარალიმპიური სპორტის ისტორიაში.
2018 წლის დასაწყისში კი ქართველი პარალიმპიელების დებიუტი კორეაში გა ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე შედგება, სადაც საქართველო პირველად 2 პარალიმპიელი სპორტსმენით წარდგება.