ტაქსით გადაყვანის ნებართვის მიღების მსურველებს თბილისის იუსტიციის სახლი დღეს განსაკუთრებულ რეჟიმში მოემსახურება
ტაქსით გადაყვანის ნებართვის მიღების მსურველ მოქალაქეებს თბილისის იუსტიციის სახლი დღეს განსაკუთრებულ რეჟიმში მოემსახურება, – ინფორმაციას ამის იუსტიციის სახლი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნებართვის მიღების მსურველები მომსახურების მიღებას მხოლოდ დღეს, ღამის 00:00 საათამდე შეძლებენ, შაბათ-კვირას, 28-29 ოქტომბერს კი, 10:00 – 17:00 საათამდე.
თბილისის იუსტიციის სახლში ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემა 10 ივლისიდან დაიწყო და პირველ ოქტომბერს სრულდება. პირველი ოქტომბრიდან კი, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ ექნება მინიჭებული „ა“ ან „ბე“ კატეგორია, გაცემული ნებართვა გაუქმდება და მფლობელს მისი ხელახლა შეძენა მოუწევს.
მოქალაქეებს, მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მინიჭებული კატეგორიის ცვლილება უფასოდ შეეძლებათ.
ტაქსით მომსახურების ნებართვის საფასური ბენზინის ძრავიანი ავტომობილისთვის შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში – 50 ლარს, ელექტრო ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში კი, სრულიად უფასოა.
ტაქსით გადაყვანის ნებართვა ძალაშია მისი გაცემის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.