ტაქსებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ორი ტიპის ვაუჩერი გაიცემა. მათგან ერთი განკუთვნილია ავტომანქანის ფერის შეცვლისთვის, ხოლო მეორე – ინტერიერის ქიმიური წმენდისთვის.
„ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილებ მეორე ვაუჩერზე, რომელიც ასევე
უფასოა. მინდა მივმართო A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის მფლობელებს, რომ ისარგებლონ ამ ვაუჩერით. შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ინფორმაცია მიიღოთ taxi.tbilisi.gov.ge-ზე, თუ სად შეგიძლია მიიღოთ ეს ვაუჩერები და სუფთა, მოწესრიგებული ავტომანქანებით მოემსახუროთ დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.