ტანზანიის ეროვნული ასამბლეის სპიკერი - შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ჩვენი პარლამენტების მეტად დაახლოებაზე
ტანზანიის ეროვნული ასამბლეის სპიკერი - შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ჩვენი პარლამენტების მეტად დაახლოებაზე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ლუანდაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და ტანზანიის ეროვნული ასამბლეის სპიკერის, ტულია აკსონის შეხვედრა გაიმართა.

ტულია აკსონის განცხადებით, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობას და პარლამენტების კიდევ მეტად დაახლოებას.

„შევხვდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ასევე ჩვენს ეროვნულ პარლამენტზე. ეს იყო მეორე შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ ინსტიტუციებზე და ჩვენი პარლამენტების კიდევ უფრო მეტად დაახლოებაზე. ასევე, გავუზიარეთ პოზიციები ერთმანეთს იმის თაობაზე, რომ მე ვაპირებ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის (IPU)  პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას. მჭირდება ქართული დელეგაციის მხარდაჭერა, ვინც ასამბლეაში მონაწილეობს“, – განაცხადა ტულია აქსონმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა.