ტანზანიაში ავტოცისტერნა აფეთქდა, დაღუპულია 57 ადამიანი
ტანზანიაში ავტოცისტერნა აფეთქდა, დაღუპულია 57 ადამიანი

ტანზანიაში ავტოცისტერნის აფეთქების შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, 70 კი, დაშავდა. მათი უმეტესობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარის შესახებ „დოიჩე ველე“ ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ქალაქ მოროგოროში მაშინ მოხდა, როდესაც მოტოციკლისტი ავზიდან საწვავის გადასხმას ცდილობდა.

მოროგორო ტანზანიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია. ის დედაქალაქ დოდომადან 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.