თანასწორი ანაზღაურებისა და უფლებების მოთხოვნით, შვეიცარიაში ქალები საყოველთაო გაფიცვას გამართავენ
თანასწორი ანაზღაურებისა და უფლებების მოთხოვნით, შვეიცარიაში ქალები საყოველთაო გაფიცვას გამართავენ. ასობით ქალი მასშტაბური აქციის დასაწყებად ქალაქ ლოზანის კათედრალთან შეიკრიბა.
გაფიცვის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქალაქების და მამაკაცების ხელფასებს შორის ჯერ კიდევ არის 20 პროცენტიანი განსხვავება და ამ მიმართულებით ვითარება 2000 წლის შემდეგ გაუარესდა.
ქალებს და მამაკაცებს შორის სახელფასო განსხვავებების წინააღმდეგ, 1991 წლის 14 ივნისს, შვეიცარიაში გაფიცვა 500 ათასამდე ქალმა მოაწყო.