გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ხვალ, 10 აპრილს 800 რეისს გადადებს. ამის მიზეზი გერმანიის აეროპორტებში გამოცხადებული გაფიცვაა.
გერმანიის პროფესიულ კავშირ Verdi- ის განცხადებით, ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში გაფიცვაა დაგეგმილი, მათ შორის ფრანკფურტის, მიუნხენის , კიოლნისა და ბრემენის აეროპორტებში. გაფიცული თანამშრომლები ხელფასის მატებას ითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რეისების გადადება 58 მიმართულებას და 90 ათას მგზავრს შეეხება. 11 აპრილიდან კი დაგეგმილი რეისები ჩვეულებისამებრ განხორცელდება.