თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ქართველი მხატვრები დააჯილდოეს
მხატვრები ზურაბ გაბუნია, თინათინ კლდიაშვილი, შალვა მატუაშვილი, ალექსანდრე მოსიაშვილი და თამაზ ხუციშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ღირსების ორდენებით დააჯილდოეს.
მხატვრები თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მრავალწლიანი, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სახელით მხატვრებს ორდენები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა გადასცა.