თანამედროვე კამერული მუსიკის ფესტივალი „ხელოვნება განათლებისთვის" თბილისში 9-16 მარტს გაიმართება
თანამედროვე კამერული მუსიკის ფესტივალი „ხელოვნება განათლებისთვის” თბილისში 9-16 მარტს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
„ხელოვნება განათლებისთვის“ არის ერთკვირიანი ინტენსიური კლასიკური მუსიკის ფესტივალი და აკადემია.
ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელწიფო კონსერვატორიაში 9, 10 და 11 მარტს ვიოლინოს, ვიოლონჩელოს, ალტის, ფორტეპიანოს, ჰობოის, ჩასაბერი საკრავებისა და კამერული მუსიკის ანსამბლებისთვის მასტერკლასები ჩატარდება.
16 მარტს კი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართება.
ფესტივალის კონცერტებსა და მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია.