ტამირლან ბაშაევმა გურამ თუშიშვილს გონგის შემდეგ მოუგო
ტამირლან ბაშაევმა გურამ თუშიშვილს გონგის შემდეგ მოუგო

ძიუდოს 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის +100 კგ.-ს ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი რუს ტემირლან ბაშაევს დაუპირისპირდა და შეხვედრა მსაჯების საკამათო გადაწყვეტილების შემდეგ დათმო.

ტამირლან ბაშაევმა ილეთის გაკეთება მხოლოდ მას მერე მოახერხა, რაც შეხვედრისათვის განკუთვნილი ოთხი წუთი გასული იყო. მსაჯებმა ჩათვალეს, რომ ბაშაევმა ილეთი ბრძოლის დროის ამოწურვამდე დაიწყო და რუს ძიუდოისტს გამარჯვება გაუფორმეს. გურამ თუშიშვილი მსაჯთა გადაწყვეტილებას აქტიურად აპროტესტებდა, თუმცა უშედეგოდ.

ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისათვის ასპარეზობას განაგრძობს.

სამწუხაროდ რეპეშაჟში დამარცხდა ბექა ღვინიაშვილიც, რომელსაც ჰოლანდიელმა ნოელ ვან ტ ენდმა სძლია.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობთ კვლავ მედლის გარეშეა.