„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წევრებმა სარესტორნო ქსელების მფლობელებს "თამბაქოს კონტროლის შესახებ" ახალი კანონის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წევრებმა სარესტორნო ქსელების მფლობელებს "თამბაქოს კონტროლის შესახებ" ახალი კანონის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წევრები სარესტორნო ქსელების მფლობელებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი სამომსახურებლო სექტორისთვის “თამბაქოს კონტროლის” ახალი კანონის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება იყო.

ალიანსის ხელმძღვანელებმა კაფე-რესტორნების მეპატრონეებს კანონიით დადგენილი საჯარიმო სანქციებისა და საკუთარი უფლებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა დისკუსიის ფორმატსაც მოიცავდა, რა დროსაც განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის მაგალითად როგორ უნდა მოიქცეს კაფეს მეპატრონე იმ შემთხვევასი თუ კლიენტი კანონს არ დაემორჩილება და სიგარეტს მაინც მოწევს.

შეგახსენებთ, რომ “თამბაქოს კონტროლის შესახებ” ახალი კანონის შესაბამისად, დახურულ შენობებში, მათ შორის კაფე-რესტორნებსა დას ასტუმროებში, მოწევა 2018 წლის პირველი მაისიდან აიკრძალება.