თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის გამო, მარჯანიშვილის ქუჩაზე ოთხი ჩილიმ-ბარი დაჯარიმდა
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის გამო, მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებული ოთხი ჩილიმ-ბარი დაჯარიმდა. თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ჯგუფმა რეიდის შემდეგ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
ერთ-ერთ ბარში მოქალაქე ჩილიმს ეწეოდა, დანარჩენ სამში კი დანადგარი შიდა სივრცეში იყო განთავსებული, ბარებში არ იყო გაკრული მოწევის ამკრძალავი სპეციალური სტიკერები.
პირველ ეტაპზე ჯარიმა 500 ლარს შეადგენს, ხოლო განმეორებით დარღვევაზე ჩილიმ-ბარების მფლობელებს 1000 ლარის გადახდა მოუწევთ.
თამბაქოს კონტროლის კანონი მიმდინარე წლის პირველ მაისს ამოქმედდა.