თამაზ მოლაშვილი - ვაშაძე არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, უნდა შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც სამართალს დაამყარებს
თამაზ მოლაშვილი - ვაშაძე არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, უნდა შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც სამართალს დაამყარებს

ვაშაძე არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, უნდა შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც სამართალს დაამყარებს, – ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა გამართა.

მოლაშვილის განცხადებით, მოქმედმა მთავრობამ ცუდი გააკეთა, როცა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ჩადენილი დანაშაულებების გამო სათანადო პასუხი არ გასცა.

„არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს ვაშაძე, რადგან ნაციონალია. თან როგორ ამტკიცებს, ჩემი შვილის მკვლელები უნდა გამოუშვას? გვარები ჩამოთვალა. ეს მკვლელები რომ შემხვდნენ სადმე, როგორი შეხვედრა გვექნება? ან ერთ დარჩება, ან მეორე. მე გამეცინება კიდეც, მაგრამ ღამე ვღრიალებ ხოლმე. დედა გარდამეცვალა, მამა, ძმა, მეუღლე. ყველა სატკივარია, მაგრამ სულხანის ამბავმა ძალიან გამამწარა და ამ დროს, ჩემი შვილის მკვლელი დავინახო სადმე? ყველა უნდა გავერთიანდეთ, მარტო ისინიკი არა, ვისაც შვილი მოუკლეს, მამა და დედა, არამედ ყველა. სამართალი უნდა იყოს, მე დავაშავე? მაგებინონ პასუხი. მეორე საკითხია, როდესაც მაგებინებ პასუხს, ცოტა ლმობიერად მაგებინებ, მაგრამ საერთოდ თუ არ მაგებინებ, მე კიდევ გავჯეჯილდები და უარესს ვამბობ, ხვალ ამას ვიზამო, ასეთ გამონათქვამებს როგორ ვეგუებით. უნდა შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც სამართალს დაამყარებს“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.