თამაზ ელიზბარაშვილი - კატეგორიულად ვითხოვ, თავი დაანებონ ჩემი სახელის გამოყენებას ბინძური ისტორიის შესათხზველად
თამაზ ელიზბარაშვილი - კატეგორიულად ვითხოვ, თავი დაანებონ ჩემი სახელის გამოყენებას ბინძური ისტორიის შესათხზველად

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ თავი დაანებონ მისი სახელის გამოყენებას ბინძური ისტორიის შესათხზველად. ამის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც თამაზ ელიზბარაშვილი აღნიშნავს, არასდროს დაურეკავს „რუსთავი 2″-ში იმ მიზნით, რომ ვითომდა ბიზნესის რეკეტზე ესაუბრა.

„არ ვიცი ვის მოუვიდა თავში აზრად, რომ ამ ისტორიის შესათხზველად ჩემი სახელი გამოეყენებინა. კარგი იქნებოდა, რომ ჯერ ინფორმაცია გადაემოწმებინათ და მერე გამოეგონებინათ ეს ამბავი. მინდა განვაცხადო, არავის არსად დავუბარებივარ კრედიტის ან რაიმე თანხის აღების ან გადახდის მიზნით და საერთოდ არ ვფლობ მსგავს ინფორმაციას. აღვნიშნავ, რომ კომპანია „ელიზთან“ უკვე რვა წელია საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს. ჩემი წილი დავუთმე ჩემს შვილს და მე ელიზთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე. არც ერთ ჩემი შვილების დედას არ ჰქონია არანაირი შეხება კომპანია „ელიზთან“. ამბობენ, ელიზბარაშვილის ყოფილი ცოლი, კატეგორიულად ვითხოვ, დაასახელონ, ვის გულისხმობენ, ხოლო თუკი ასეთი ადამიანი ბუნებაში მართლაც არსებობს, მისგან ვითხოვ, რომ წარმოადგინოს ნებისმიერი მტკიცებულება, რომ რაიმე შეხება აქვს ან ჰქონია კომპანია „ელიზთან“.

აქვე ვაცხადებ, რომ არასდროს დამირეკავს „რუსთავი 2″-ში იმ მიზნით, რომ ვითომდა ბიზნესის რეკეტზე მესაუბრა. ვიმეორებ, მე არ მაქვს შეხება „ელიზის საქმიანობასთან, კატეგორიულად ვითხოვ, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი დაანებონ ჩემი სახელის გამოყენებას ამ ბინძური ისტორიის შესათხზველად“, – წერს ელიზბარაშვილი.