თამარ ტყეშელაშვილი - დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის 233-მა ორგანიზაციამ მიმართა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაციისთვის, დღეის მდგომარეობით, 233-მა ორგანიზაციამ მიმართა.
აღნიშნულის შესახებ თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
„ამ დრომდე, ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მიზნებისთვის 233 ორგანიზაციას აქვს განცხადებით მომართული. მომართული აქვთ ამ კანონის მიხედვით რეგისტრაციის მსურველებს, დღეის მდგომარეობით, გვაქვს 233 და კიდევ არის ვადა“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.