თამარ თანდაშვილის „სტაფილოსფერი ბაბუაწვერების ქარბუქი“ ავსტრიულმა გამოცემამ გერმანულ ენაზე გამოსცა

18:04, 19.06.2018

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და ავსტრიული გამომცემლობის, Rezidenz Verlag მიერ გამოიცა თამარ თანდაშვილის “სტაფილოსფერი ბაბუაწვერების ქარბუქი“.

წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა იმუშავა.

2015 წელს დაწერილი რომანი, „სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი” თამარ თანდაშვილის პროფესიული გამოცდილების მხატვრულ პრიზმაში გადატანილი ნარატივების კრებულია, სადაც პატრიარქალური კულტურის მიერ, ადამიანების ყოფაში დაწესებული ჩაგვრა სევდიან ამბებად აისახება.

 

მსგავსი