თამარ ტალიაშვილი - საპარლამენტო პროცესში პოლიტიკური სპექტრის სრული ჩართულობა არის ის პრიორიტეტი, რომელზეც ევროპარლამენტში ყველა გამომსვლელმა ისაუბრა
საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო პროცესში პოლიტიკური სპექტრის სრული ჩართულობა არის ის პრიორიტეტი, რომელზეც ევროპარლამენტში ყველა გამომსვლელმა ისაუბრა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.
როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტში მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხის ხაზგასმა, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური სპექტრის საპარლამენტო პროცესში ჩართულობას.
„საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო პროცესში პოლიტიკური სპექტრის სრული ჩართულობა არის ის პრიორიტეტი, რომელზეც ყველა გამომსვლელმა ისაუბრა. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის მოწოდება კვლავ რჩება რადიკალური ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და იმ შექმნილ პლატფორმებზე, რომელიც მათთვის არის ძალიან საინტერესო, იქნება ეს საგამოძიებო კომისია თუ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა, ჩაერთონ ამ პროცესში“, – განაცხადა ტალიაშვილმა.