თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება
საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება.
თამარ ტალიაშვილის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია.
ტალიაშვილის ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება.
აღნიშნულ საკითხზე 3 ოქტომბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
თამარ ტალიაშვილს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის.