მსახიობი თამარ სხირტლაძე საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. მსახიობი მარჯანიშვილის სახელობის თეატრიდან გამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე კოლეგებმა თამარ სხირტლაძე გაიხსენეს.
თამარ სხირტლაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
„თამარ სხირტლაძე არაჩვეულებრივი მსახიობი იყო. დარწმუნებული ვარ, მის კარიერაზე აქ სხვა ადამიანებმა ბევრად მეტი იციან, ბევრი უნახავთ და გაიხსენებდნენ მის სხვადასხვა როლს. მე მას მხოლოდ ბოლო პერიოდში ვიცნობდი, მაგრამ ვიცნობდი, როგორც არაჩვეულებრივი ენერგიის ადამიანს, ბევრზე უფრო ახალგაზრდას, ამით დამამახსოვრდება. თითქმის ტოლი, ისეთი მეგობარი იყო, რომელთანაც ძალიან თავისუფალი, უშუალო ურთიერთობა შეიძლებოდა. ენერგიული და თავისუფალი ქალი დაგვაკლდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.