თამარ ლილუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო ურთიერთობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ქალაქ ბუდაპეშტში, სადაც მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით წარდგება კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უნგრეთში, თამარ ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობს.
„ეს კონფერენცია უკვე მეორეჯერ იმართება ქალაქ ბუდაპეშტში. კონფერენციაზე ასევე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს“, – აღნიშნა თამარ ლილუაშვილმა.