თამარ კორძაიამ მანდატების შენარჩუნებაზე პარლამენტის დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
თამარ კორძაიამ საქართველოს პარლამენტის დადგენილება ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მან დღეს შეიტანა. კორძაია მიიჩნევს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მისთვის სადეპუტატო მანდატის შენარჩუნება არაკონსტიტუციურია.
„პარლამენტმა უკანონოდ მომანიჭა და უკანონოდ არ მიჩერებს ვადაზე ადრე უფლებამოსილებას. თავისუფალი მანდატი იმას ნიშნავს, რომ მინდა გამოვიყენებ, მინდა – არა. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ეს გადაწყვეტილება არის აღვირახსნილი ქმედება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, 2 თებერვალს პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს მისცეს კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას.