თამარ კორძაია - უმძიმესი დანაშაულია, რაც ალეკო ელისაშვილს გაუკეთეს, მკაცრად მოვითხოვთ, დაისაჯოს ყველა პოლიციელი
თამარ კორძაია - უმძიმესი დანაშაულია, რაც ალეკო ელისაშვილს გაუკეთეს, მკაცრად მოვითხოვთ, დაისაჯოს ყველა პოლიციელი

უმძიმესი დანაშაულია, რაც პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილს გაუკეთეს. ხელისუფლება პოლიტიკურ შურისძიებაზე გადავიდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორძაიას თქმით, მოითხოვენ, ამისთვის პოლიციელები მკაცრად დაისაჯონ.

„ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკოსებთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური შურისძიების კლასიკური მაგალითი. უმძიმესი დანაშაულია, რაც პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილს გაუკეთეს. ხელისუფლება პოლიტიკურ შურისძიებაზე გადავიდა. პოლიციელი ნებისმიერ ადამიანს უნდა იცავდეს და ის გადავიდა პოლიტიკურ შურისძიებაზე. ამიტომ მკაცრად მოვითხოვთ, დასჯილი იყოს ყველა პოლიციელი. ვახტანგ გომელაურმა ხვალ გაგვცეს პასუხი – რა სახის პასუხისმგებლობას გრძნობს იმის გამო, რომ მისი თანამშრომლები უმძიმეს დანაშაულებს ჩადიან“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.