თამარ კორძაია - ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებს ოპოზიცია, რომელსაც სურს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო
ოპოზიცია ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას, რომელსაც სურს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს და დემოკრატიული სახელმწიფო ჰქონდეს, საქართველო იყოს პროგრესული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ფაქტები ერთ რამეზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს რუსეთის მესიჯებითა და რუსეთის დაკვეთით, მათი ინტერესების სასარგებლოდ.
„„ქართული ოცნება“ მტრობს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ანადგურებს თავისუფალ სივრცეს და უნდა, მოსპოს თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი. ხელისუფლება პირდაპირ აანონსებს ოპოზიციური პარტიების გაუქმებას. ოპოზიცია ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას, რომელსაც სურს, ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს და დემოკრატიული სახელმწიფო ჰქონდეს, საქართველო იყოს პროგრესული“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.