თამარ კორძაია - „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა გადმოდგას ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის და აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ
თამარ კორძაია - „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა გადმოდგას ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის და აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ მოტივირებულია, ქვეყანაში პოლარიზაცია შეამციროს, მაშინ ნდობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

თამარ კორძაიამ აღნიშნული კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა გადადგას ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ.

„ჩვენ არსებითად დანახული გვაქვს პროცესი, რომელმაც აუცილებლად უნდა მიგვიყვანოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. იმისათვის, რომ ამ პროცესში უფრო აქტიურები, ეფექტიანები ვიყოთ და პროცესი არ წავიდეს მხოლოდ იმისკენ, რომ დრო გაიწელოს, ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც თავიანთი ღრმა ექსპერტიზა აქვთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა შესრულებას გვთხოვს ევროკავშირი. კონსულტაციებს გავდივართ უკვე სამუშაო რეჟიმშიც და პირველი ეტაპია ის ძირითადიი საკვანძო საკითხები, რომელიც შეიძლება, უახლოეს დღეებში იყოს ინიცირებული და გადაწყვეტილი. „ქართული ოცნება“ თუ არის მოტივირებული, დეპოლარიზაცია შეამციროს, მაშინ საკუთარი ტყუილებიდან გამომდინარე უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ნდობის აღსადგენად. შესაბამისად, ასეთი საკითხები გამოიკვეთა, რასაც არ სჭირდება სამუშაო ჯგუფები, დამუშავება და ა.შ. რადგან ეს პროექტები გამზადებული სახით არსებობს. „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა გადმოდგას ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის და აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ. სამუშაო ჯგუფი არ სჭირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კონკურსის გამოცხადებას და არამოსამართლე წევრების არჩევას.

მეორე საკითხია საკონსტიტუციო ცვლილებები. „ქართული ოცნება“ ამაზე თუ არ წამოვა, ნიშნავს, რომ მას ქვეყანაში დეპოლარიზაცია არ უნდა. საზოგადოებამ არაერთხელ დაინახა, როგორ იტყუება „ქართული ოცნება“, მათ შორის კანდიდატის წევრობის ვერმიღების ნაწილში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმან, რომ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა. მან ნდობა უნდა მოიპოვოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა კორძაიამ.