თამარ კორძაია - ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით სადმე ვთქვით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნდობა? მათ თქვეს, რომ არჩევნები მიმდინარეობდა შიშის რეჟიმში
ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით სადმე ვთქვით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნდობა? მათ თქვეს, რომ არჩევნები მიმდინარეობდა შიშის რეჟიმში, – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
კორძაიას თქმით, არჩევნები იყო არასამართლიანი, არათანაბარი და არათავისუფალი.
„ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით სადმე ვთქვით, რომ ჩვენ არ გვაქვს ნდობა?! მათ თქვეს, რომ არჩევნები მიმდინარეობდა შიშის რეჟიმში, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ძალადობის პირობებში. ის, რომ ზოგიერთ უბანზე იყო სიმშვიდე, არ განსაზღვრავს არჩევნების საბოლოო შედეგებს. მათ თქვეს ეს.
აქედან გამომდინარე, ყურადღება მისაქცევია იმაზე, საერთო შეფასება როგორია მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდთან და არჩევნების დღესთან დაკავშირებით. არჩევნები იყო არასამართლიანი, არათანაბარი და არათავისუფალი“, – განაცხადა პლატფორმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თამარ კორძაიამ.