თამარ კორძაია - ცესკო-სთან დაკავშირებული ცვლილებების მიზანია, პრეზიდენტს თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება წაართვან და მათთვის სასურველი კანდიდატი დანიშნონ
„ქართული ოცნება“ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, რათა 2024 წლის არჩევნებში პოზიციები გაიმყაროს და მისთვის სასურველი კანდიდატი მოიყვანოს, რათა არჩევნები მისთვის სასურველი შედეგების მიღწევის გზით ჩატარდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, მიზნად ისახავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება წაართვან და მათთვის სასურველი კანდიდატი დანიშნონ.
„ყველა გაგებით ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან არ ითვალისწინებს არათუ ოპოზიციის მონაწილეობას, არამედ თავად პრეზიდენტის უფლებებიც ნულამდეა დაყვანილი და ისიც მხოლოდ იმიტომ არის დაყვანილი, რომ კონსტიტუციაში წერია, ცესკო-ს შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება. „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, რათა 2024 წლის არჩევნებში პოზიციები გაიმყაროს და მისთვის სასურველი კანდიდატი მოიყვანოს, რათა არჩევნები მისთვის სასურველი შედეგების მიღწევის გზით ჩატარდეს“, – განაცხადა კორძაიამ.