თამარ კორძაია - არ ვაღიარებთ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ არ შევდივარ პარლამენტში
თამარ კორძაია - არ ვაღიარებთ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ არ შევდივარ პარლამენტში

ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ შედეგებს. ეს ნიშნავს, რომ არ შევდივარ პარლამენტში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, სხვა გადაწყვეტილებები ვითარების შესაბამისად მიიღება და ამის შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

„როგორ შეიძლება, მთელი საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები, ყველა, საზოგადოება იყოს ერთ მხარეს და მარტო „ქართული ოცნება“ იყოს მართალი. პალამენტი იქნება არალეგიტიმური. ერთპარტიული პარლამენტი ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.