თამარ კორძაია - 14-მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ ქართული ოჯახები გამთლიანდება, მათ ექნებათ მომავლის იმედი და რწმენა
14-მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ ქართული ოჯახები გამთლიანდება, მათ ექნებათ მომავლის იმედი და რწმენა, – ამის შესაცხებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
„წალენჯიხის მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის იმ ინვესტიციების მნიშვნელობა, რასაც ევროკავშირი მოგვცემს, რადგან ეს, პირველ რიგში, დაეტყობა იმ ადამიანებს, ვინც აქ არიან და ვინც ყოველდღიური შრომით შოულობენ საჭმლის ფულს, მაგრამ ეს შრომა არ ფასდება ქვეყანაში. ეს დაეტყობა წალენჯიხელ ბავშვებს, რომლებსაც პირველ კლასში აქვთ უფასო კვება და ეს არავის არ აქვს საქართველოში. და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოში ყველა მოსწავლეს ჰქონდეს უფასო კვება და ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ევროპული 14-მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ ქართული ოჯახები გამთლიანდება და მათ ექნებათ მომავლის იმედი და რწმენა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ წალენჯიხაში.