თამარ ხულორდავა - ჩვენ შევძლებთ, რომ საზოგადოებაში შიში და ჰომოფობია დავამარცხოთ
თამარ ხულორდავა - ჩვენ შევძლებთ, რომ საზოგადოებაში შიში და ჰომოფობია დავამარცხოთ

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოში აზრის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს და უზრუნველყოფილია კიდეც, რაც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ იხილა.

ჟურნალისტებთან საუბარში ხულორდავა დღეს დაგეგმილ აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განვითარებული საზოგადოების მაჩვენებელია, რომ ადამიანს თავისი აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის რაღაც დამატებითი, ზედმეტი ბერკეტები და გარანტიები არ უნდა სჭირდებოდეს.

„აზრის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს და უზრუნველყოფილია, რაც რამდენიმე დღის წინ ვნახეთ. დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან აქციის გამართვის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მიღებული და ჩაეტარებინათ, ყველაფერი გაკეთდებოდა, რათა მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ყოფილიყო. როგორც ვიცი, ასეთი აქციის ჩატარებისგან თავის შეკავებაზე გადაწყვეტილება თავად ამ თემის მიერ იქნა მიღებული. ყველა ცივილიზებული საზოგადოება ის საზოგადოებაა, რომელიც ერთმანეთის განსხვავებულობას აფასებს და ყველა ადამიანს ისეთს იღებს, როგორიც არის. დარწმუნებული ვარ, ამ გზით მივდივართ. ჩვენ შევძლებთ, რომ საზოგადოებაში შიში და ჰომოფობია დავამარცხოთ. ეს ერთადერთი გზაა სწორი განვითარებისკენ”, – განაცხადა ხულორდავამ.