თამარ ხულორდავა - ბავშვები შიმშილობენ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული სოციალურ-ეკონომიკური ფონია ქვეყანაში
თამარ ხულორდავა - ბავშვები შიმშილობენ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული სოციალურ-ეკონომიკური ფონია ქვეყანაში

საქართველოში მართლაც შიმშილობენ ბავშვები და ეს არ უნდა იყოს თქვენთვის უცნაური ამბავი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, თამარ ხულორდავამ „ქართული ოცნების“ დეპუტატ რევაზ არველაძეს.

როგორც ხულორდავამ აღნიშნა, საქართველოში ძალიან რთული ეკონომიკურ – სოციალური ფონია.

„ბავშვები შიმშილობენ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული სოციალურ-ეკონომიკური ფონია ქვეყანაში და მათ შორის სიღარიბე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა. ასეთ პირობებში სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეს პრობლემა არსებობდეს. თუ პრობლემას თვალს არ გაუსწორებ და მის უარყოფაზე გააკეთებ აქცენტებს, მერე ძალიან რთულია მის გამოსწორებაზე სათანადოდ მუშაობა“,- განაცხადა ხულორდავამ.