თამარ ხულორდავა - 2023 წელს ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი აღიარება, რაშიც დიდია პრემიერის პირადი დამსახურება
ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარდება, სერიოზული სტიმულია ზამთრის კურორტებზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.
„არაჩვეულებრივი შანსი გვეძლევა მსოფლიოს უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა. ამ ჩემპიონატს მომზადებული უნდა შეხვდეთ. ამ საქმეში დიდია პრემიერის პირადი დამსახურება. დარწმუნებული ვარ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩემპიონატის შესაბამისი სტანდარტით ჩატარებისთვის ყველა პირობა იყოს დაცული”, – განაცხადა ხულორდავამ.
საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა. გადაწყვეტილება საბერძნეთში, კოსტა ნავარინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გამოცხადდა.