თამარ გაბუნია - ყველაზე მეტად, ეპიდემიის გავრცელებას ხელს უწყობს ღამის პერიოდში რესტორნებსა და კაფეებში თავშეყრა
ყველაზე მეტად, რაც ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას, ეს არის ღამის პერიოდში რესტორნებსა და კაფეებში თავშეყრა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა, რადგან ამის აუცილებლობა იყო.
„ყველაზე მეტად, რაც ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას ეს არის ღამის პერიოდში გასართობ რესტორნებსა და კაფეებში თავშეყრები, ასეთი ტიპის ოჯახური თავშეყრები, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს და არ ხდება წესების დაცვა. ეს იქნება დამხმარე ზომა, რომელსაც ექნება თავისი წილი ეპიდემიის კონტროლში. უნდა ვცადოთ ყველა ის ზომა, რომელიც დღევანდელ პირობებში მოგვცემს გარკვეულწილად ეპიდემიის შეფერხების საშუალებას და ასევე მოგვცემს საშუალებას, რომ მინიმალურად დაზარალდეს სოციალური აქტივობა. რაც მთავარია, შევინარჩუნოთ ეკონომიკური საქმიანობა, რათა ეკონომიკური ზეგავლენა და დარტყმა იყოს მინიმალური“,- აღნიშნა გაბუნიამ.