თამარ გაბუნია - ვაქცინაციის საბჭო გააგრძელებს კომუნიკაციას ყველა მწარმოებელთან, რათა საჭირო დოზები უმოკლეს ვადაში მივიღოთ
თამარ გაბუნია - ვაქცინაციის საბჭო გააგრძელებს კომუნიკაციას ყველა მწარმოებელთან, რათა საჭირო დოზები უმოკლეს ვადაში მივიღოთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის ვაქცინების შესყიდვების.

თამარ გაბუნიას თქმით, საბჭოს წევრებმა საკითხებთან მიმართებით დეტალი განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.

„ვაქცინაციის საბჭოს მორიგ შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი იყო განხილული. პირველი, ვაქცინების მიმდინარე შესყიდვების პროცესი. „კოვაქსის“ პლატფორმიდან მოსალოდნელია, რომ საქართველომ დაიწყოს მოკლე ხანში მოლაპარაკება „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ დოზების მიღებასთან დაკავშირებით.

ასევე, „ფაიზერის“ დოზების თემაზე რა თქმა უნდა, არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას მიმდინარე პერიოდში.

მიმდინარეობს მუშაობა „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე. ეს ყველაფერი შეთანხმდა საბჭოსთან. ასევე, გასულ კვირაში საუბარი იყო „ნოვოვაქსის“ და „მოდერნას“ ვაქცინების მობილიზებაზე. საბჭოს წევრებმა ყველა დეტალი გაიარეს როგორც საჭიროებების, ისე ფინანსური ხარჯეფექტურობის კუთხით და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. საბჭო გააგრძელებს სტრატეგიულ კომუნიკაციას ყველა მწარმოებელთან, რათა ვაქცინების მოწოდება წლის ბოლომდე შესრულდეს უმოკლეს ვადაში და ის დოზები, რაც გვჭირდება, მივიღოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.