თამარ გაბუნია - საბავშვო ბაღებში ონლაინმექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საბავშვო ბაღების გახსნისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები იმოქმედებს.
მისი თქმით, სკოლებისგან განსხვავებით, სადაც შერეული ტიპის მოდელით სწავლის განახლების საკითხი განიხილება, ეს მექანიზმი ვერ იმოქმედებს საბავშვო ბაღების შემთხვევაში.
„საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ საბავშვო ბაღებიც მოიაზრება. როდესაც სწავლა დაიწყება, ბაღებთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები არის იგივე, ზოგადი, რაც ყველა შემთხვევაში გვაქვს.
რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღებში ონლაინ მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, იქ სადაც ბაღი იქნება განთავსებული. ამდენად, აქაც არის ის მექანიზმები, რაზეც ვიცით, რომ ვმუშაობთ – ინფექციის კონტროლის ზოგადი წესები“, – აღნიშნა გაბუნიამ.