თამარ გაბუნია - რუხის კლინიკა ორ-სამ კვირაში მზად იქნება, რათა მოქალაქეებს კორონავირუსზე ბაზისური სერვისები მიაწოდოს
ვფიქრობ, ორი-სამი კვირა დასჭირდება, რათა რუხის კლინიკა მზად იყოს კორონავირუსზე ბაზისური სერვისების მიწოდებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რუხის კლინიკის მობილიზება მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, ორი-სამი კვირა დასჭირდება, რათა რუხის კლინიკა მზად იყოს კორონავირუსზე ბაზისური სერვისების მიწოდებისთვის, აქ იგულისხმება, პირველ რიგში, იზოლირებული ოთახები, სადაც პაციენტებს შეეძლებათ, სიცხით დარჩნენ და მიიღონ კვალიფიციური ინფექციონისტებისა და სხვა თერაპიული პროფილის სპეციალისტების მომსახურება. ბაზისური ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის შეიქმნება შესაძლებლობა. ასევე მობილიზებულია სუნთქვის აპარატები და მიდის სისტემის გამართვა, რომ სუნთქვის აპარატის გამოყენებისთვისაც ვიყოთ მზად, ასევე მიმდინარეობს მუშაობა პერსონალის მობილიზებაზეც. ჯერ პირველი მახლობელი სამედიცინო დაწესებულებებიდან, რომლებიც ოპერირებს ზუგდიდში, თუმცა დღეს არ აქვთ დიდი ინფრასტრუქტურა და გაუჭირდებათ პაციენტების ნაკადების გაძლება, თუმცა პერსონალი იქ არის და ამ პერსონალს გამოვიყენებთ რუხის კლინიკისთვის. მალე უფრო კონკრეტული თარიღის დასახელებას შევძლებთ, როდის მიიღებს რუხის კლინიკა პირველ პაციენტს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.