თამარ გაბუნია - პროგნოზულად ვსაუბრობთ ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 შემთხვევაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ბავშვი დარჩება პროგრამის მიღმა, საჭირო თუ იქნება, მეტი რესურსი გამოიყოფა
თამარ გაბუნია - პროგნოზულად ვსაუბრობთ ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 შემთხვევაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ბავშვი დარჩება პროგრამის მიღმა, საჭირო თუ იქნება, მეტი რესურსი გამოიყოფა

300 არის პროგნოზული, პირობითი ციფრი. საჭირო თუ იქნება, მეტი რესურსი გამოიყოფა, რათა ბავშვების საჭიროებები სრულად დაკმაყოფილდეს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამაში ჩასართავად კლინიკების შერჩევის პროცესი გრძელდება.

„კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ მაღალ საერთაშორისო სტანდარტს, რათა ამ პროგრამაში მოხვდნენ. კლინიკების შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. დღეს რომ პროგნოზულად 300 შემთხვევაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ბავშვი დარჩება პროგრამის მიღმა. არცერთი ბავშვი არ დარჩება ამ პროგრამის მიღმა“, – განაცხადა გაბუნიამ.