თამარ ჟვანია - არ შეიძლება, ორ მილიონ ამომრჩეველს დავუკარგოთ ის სურვილი და მონაწილეობა, რამაც ამხელა ლეგიტიმაცია მისცა ამ არჩევნებს
თამარ ჟვანია - არ შეიძლება, ორ მილიონ ამომრჩეველს დავუკარგოთ ის სურვილი და მონაწილეობა, რამაც ამხელა ლეგიტიმაცია მისცა ამ არჩევნებს

არ შეიძლება, ორ მილიონ ამომრჩეველს დავუკარგოთ ის სურვილი და მონაწილეობა, რომელმაც ამხელა ლეგიტიმაცია მისცა ამ არჩევნებს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დიპლომატიურ მისიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან მაღალი აქტივობა იყო, რაც პანდემიის პირობებში ბევრ ქვეყანას გაუჭირდა.

ჟვანიას განცხადებით, ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ ნებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, გავაგრძელოთ საარჩევნო პროცესი, ყველა დავრჩეთ სამართლებრივ ჩარჩოებში და ჩვენ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ საარჩევნო პროცესი, ბოლომდე მივიყვანოთ მათ შორის შედეგების დაკორექტირება და ოფიციალურ მონაცემებში ასახვა. რაც ყველაზე მთავარია, არ შეიძლება, ორ მილიონ ამომრჩეველს დავუკარგოთ ის სურვილი და მონაწილეობა, რომელმაც ამხელა ლეგიტიმაცია მისცა ამ არჩევნებს. ძალიან მაღალი იყო აქტივობა პანდემიის პირობებში, რაც ძალიან ბევრ ქვეყანას გაუჭირდა ასეთ რთულ ვითარებაში. ჩვენმა მოქალაქეებმა მაღალი პასუხისმგებლობით გამოხატეს საკუთარი აზრი არჩევნებზე. ამიტომ ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ და პატივი ვცეთ მათ მიერ დაფიქსირებულ ნებას“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.