თამარ ჩუგოშვილი - ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა ვიზიტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსაზრებების კიდევ ერთხელ გაცვლას ემსახურება
ველოდებით პოზიტიურ შეფასებას, რომ საქართველოს პარლამენტმა შეასრულა პირობა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ასახა საკონსტიტუციო ცვლილებათა ძირითად ტექსტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი არის მოკლევადიანი, რომელიც ემსახურება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოსაზრებების გაცვლას.
„საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში სრულად არის ჩართული ვენეციის კომისია და დასაწყისი ეტაპიდან ბოლომდე ძალიან აქტიურად მონაწილეობს. ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და მიღებული, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულადა გათვალისწინებული და ასახული საკონსტიტუციო ცვლილებებში. გარკვეული მოკლე დოკუმენტი ვენეციის კომისიის მიერ ალბათ მარტის შუა რიცხვებისთვის მომზადდება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ვენეციის კომისიის წარმომადგენლები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.