თამარ ჩუგოშვილი - თვეებია, სახალხო დამცველი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში თავად მონაწილეობს, ამიტომ მისი განცხადება გამიკვირდა
თვეებია, სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში თავად მონაწილეობს და ამიტომ, მისი განცხადება ცოტა გამიკვირდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო კონსტიტუციასთან კანონის ნორმის არანაირი შეუსაბამობა არ არის.
„სახალხო დამცველი უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, ვნახავთ, სასამართლოს შეფასებას. ეს პროცესი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს სურვილი იყო, დანიშვნები გასულ წელს, დეკემბერში მომხდარიყო, პარლამენტმა სრული წელი აიღო, რათა დანიშვნები ზედაპირულად არ მომხდარიყო. პარლამენტმა პროცესი სწორად წაიყვანა, პროცესი კენჭისყრებით გაგრძელდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.