თამარ ჩუგოშვილი - ტექსტები, რომლებიც ახლა აშშ-ის კანონმდებლობაში გადადის, უბრალო განცხადებები აღარ არის
საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის ეს საგულისხმო სიგნალი უნდა იყოს, რადგან როცა ტექსტები, რომელიც აქამდე გვესმოდა მხოლოდ განცხადებებში, პოსტებში, ტვიტებში, ახლა ამერიკის კანონმდებლობაში გადადის, რაც აღარ არის უბრალო განცხადებები, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიშზე კომენტარისას აღნიშნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.
„როგორც ჩანს, ტექსტი, რომელიც იყო დაინიცირებული, დამძიმებულია, რადგან სხვა კატეგორიები იყო გამოყოფილი ძირითადად – დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, კორუფციასთან ბრძოლა, მართლმსაჯულების სისტემის გამართვა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტის განხილვები დაახლოებით სექტემბერში დაიწყება. ვინაიდან, ჩანაწერი დაინიცირებულია საწყის დოკუმენტში და ეს არ არის მხოლოდ დამატებები დოკუმენტის, ვფიქრობ, რომ დოკუმენტის მიღება რეალისტურია. ანუ, ჩემი მოლოდინია, რომ ეს ცვლილებები მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ჩანაწერი იქნება მხარდაჭერილი. საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის ეს საგულისხმო სიგნალი უნდა იყოს, რადგან როცა ტექსტები, რომელიც აქამდე გვესმოდა მხოლოდ განცხადებებში, პოსტებში, ტვიტებში, ახლა ამერიკის კანონმდებლობაში გადადის, რაც აღარ არის უბრალო განცხადებები. საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს ორი აქტი, ჩანაწერი კეთდება ამერიკაში ორ ძირითად აქტში, ერთი არის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი და მეორე აპროპეაციების აქტი. ერთი თავდაცვის სფეროს ეხება და მეორე საქართველოსთვის გამოყოფილ თანხას. დიდი ხნის განმავლობაში, პირველად, ორივეგან გაგვიჩნდა მსგავსი პირობითობები და მსგავსი ჩანაწერები. სჯობს, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი გზავნილები, რომ ვიღაცამ რაღაც ვერ გაიგო, ან ლობისტმა იმუშავა და ა.შ. ეს გზავნილი შეცვალოს და ამ ყველაფერს სერიოზულად შეხედოს“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, როცა ტერმინ „ოლიგარქს“ იყენებენ, ამაში მმართველი პარტიის თავმჯდომარეს გულისხმობენ.
„საქართველოსთან მიმართებაში ეს გამოიყენება მხოლოდ ასეთ შემთხვევაში. სახელი და გვარი დაფიქსირებული არ არის, მაგრამ როცა საქართველოსთან მიმართებაში ეს ტერმინი გამოიყენება, როგორც წესი, მასზე არის საუბარი“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.