თამარ ჩუგოშვილი - თამარ ჟვანია არის ადამიანი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ცესკო-ში რეფორმებისთვის ჯილდოები აქვს მიღებული
წლების განმავლობაში, ყველა საარჩევნო დამკვირვებლის დასკვნაში ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მუშაობა აღნიშნულია, როგორც კარგად ორგანიზებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, თამარ ჟვანიას კანდიდატურა თავის დროზე დასახელებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, წარადგინა პრეზიდენტმა და პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
„ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენა პრეზიდენტის კომპეტენციაა. თავის დროზე თამარ ჟვანია პრეზიდენტს სამმა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესთავაზა და პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინა. რამდენადაც ვიცი კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს. დანარჩენი პრეზიდენტის კომპეტენციაა და თავად ის გადაწყვეტს, ვის წარმოადგენს. თამარ ჟვანია არის ადამიანი, რომელსაც „აიფესისგან“ , ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განხორციელებული რეფორმებისთვის ჯილდოები აქვს მიღებული”, – განაცხადა ჟვანიამ.