თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტში ითქვა, რომ პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე განხორციელდა შეტევა, ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკი კი საქართველოს პრეზიდენტად არ ეკადრება
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ძალიან ძლიერი განცხადებები გაკეთდა.
თამარ ჩუგოშვილმა ერთი მხრივ, გამოყო ანა გომეშის განცხადება სალომე ზურაბიშვილზე და მეორე მხრივ, ყურადღება გაამახვილა რუმინელი ბოშტინაროს გამოსვლაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ყოფილი რუსი ელჩი ვერ იქნება მისაღები საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი იყო საარჩევნო გარემოსთან და მეორე ტურთან დაკავშირებით გამოთქმული აზრები. ერთი, რაც ანა გომეშის მხრიდან ითქვა, შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. გომეშმა განაცხადა, რომ ქალი კანდიდატის მიმართ შეურაცხმყოფელი მიზოგინური გამონათქვამები და შეტევები ხორციელდება, რაც არ ეკადრება საქართველოს და ნამდვილად უნდა დავეთანხმო მას.
მეორე, რაც ბატონი ბოშტინარუს მხრიდან იყო ნათქვამი, რომ საქართველოს ასევე არ ეკადრება ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკი პრეზიდენტად. მე მგონი, ძალიან ძლიერი განცხადებებია. ვფიქრობ, საქართველო ძალიან პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს და ეს გამოჩნდა დებატებიდან.
რაც შეეხება მეორე ტურს, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც განწყობები გამოკვეთილია და ჩემთვის ეს დღევანდელ დებატებში ნათლად ჩანდა“, – განაცხა თამარ ჩუგოშვილმა.