თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს სახელმწიფომ აგვისტოს ომის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოში მტკიცებულებები ამომწურავად წარადგინა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ აგვისტოს ომის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოში მტკიცებულებები ამომწურავად წარადგინა.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ წარდგენილ მასალებს სასამართლოში შესაბამისი შეფასებები მოჰყვება.
„ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლობამ მაქსიმალურად კომპეტენტურად, სწორად და ამომწურავად მოაგროვა ყველა მტკიცებულება, რაც საქმეში მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ სასამართლოში შესაბამისი შეფასებებიც მოჰყვება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.