თამარ ჩუგოშვილი - საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება, როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს
თამარ ჩუგოშვილი - საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება, როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, – ამის შესახებ  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა  განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნებს ეხმაურება.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ მოთხოვნების წამოყენება ძალიან დამაბნეველი იყო რევოლუციური მოწოდებებიდან დაწყებული, სხვა საკითხებით დასრულებული“, – დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს.