თამარ ჩუგოშვილი - სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები მას შემდეგ გაიმართება, რაც პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებს დაამტკიცებს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები მას შემდეგ გაიმართება, რაც სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი სამი მოსმენით იქნება მიღებული და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, პრემიერს ვალდებულება არ გააჩნია, რომ კონსულტაციები უმრავლესობასთან გამართოს, მაგრამ მაინც გაიმართება.
“კონსულტაციები პოლიტსაბჭოს ფორმატში წარმომიდგენია”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე 9-15 ივლისის კვირაში იმსჯელებს.