თამარ ჩუგოშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომზე საკუთარი პოზიციის დაკონკრეტებას დადებითად აფასებს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაკონკრეტებას დადებითად აფასებს.
ჩუგოშვილი მიესალმება, რომ საკითხში ზურაბიშვილმა მეტი სიცხადე შეიტანა, რადგან მისმა კომენტარებმა ამ თემაზე დისკუსია გამოიწვია.
„შეხვედრები ჩემთან არ ყოფილა, თუმცა საარჩევნო პროცესში კონსულტაციებს გავდივართ, რადგან ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს კონსულტაციები სრულიად ნორმალურია“, – დასძინა ჩუგოშვილმა.